დინოზავრის ჩონჩხი აუქციონზე გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Christie’s-ის აუქციონზე, Deinonychus Antitthopus-დინოზავრის ჩონჩხი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა. როგორც CNN-ი წერს, ჩონჩხი, სახელად „ჰექტორი“, დაახლოებით, 100 მილიონი წლისაა. ის 2013 წელს, მონტანას შტატში აღმოაჩინეს და ამ სახეობის დინოზავრის სრულად შემონახული სამი ჩონჩხიდან, ერთ-ერთს წარმოადგენს. დანარჩენი ორი ჩონჩხი მუზეუმებში ინახება. აუქციონის ორგანიზატორების ვარაუდით, ლოტის ფასი, დაახლოებით, 4-დან 6 მილიონ დოლარამდე აიწევდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა და ვაჭრობაზე ჩონჩხის რეალურმა ფასმა 12 მილიონ დოლარს მიაღწია.