შოკოლადი გულის დაავადებების წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შოკოლადი გულის დაავადებების განვითარების ალბათობასა  და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის წარმოქმნას ამცირებს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ეფექტი მიიღწევა კაკაოს შემცველი შოკოლადის უნარით, დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიული წნევის მაჩვენებლების სტაბილიზაციაზე. სწავლულებმა ასეთი დასკვნები 20 ათასზე მეტ ადამიანზე ჩატარებული კვლევების შედეგად მიიღეს. კაკაო, რომელიც შავი შოკოლადის ძირითადი კომპონენტია, პოზიტიურ გავლენას ახდენს სისხლძარღვების ელასტიურობაზე. ეს შესაძლებელი ხდება კაკაოში არსებული ბუნებრივი ნივთიერებების - ფლავანოლის წყალობით.

ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად, დაახლოებით, 7 გრამ შოკოლადს მიირთმევენ, 40%-ით ნაკლებად რისკავენ გულსისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნაზე მათთან შედარებით, რომლებიც ამ „პირის ჩასატკბარუნებლისგან“ თავს იკავებენ. კერძოდ, როგორც გერმანელი მკვლევარები ირწმუნებიან, ინსულტის მიღების ალბათობა შოკოლადის მოყვარულებს გაუნახევრდათ, მიოკარდიუმის ინფარქტის წარმოქმნის შესაძლებლობა კი 27%-ით შეუმცირდათ.