ტეკილა ძვლებს გაგიმაგრებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის ეროვნული ქიმიური საზოგადოების მეცნიერები გვირჩევენ, ძვლების გასამაგრებლად... ტეკილა დავლიოთ. საქმე ისაა, რომ სწავლულების მტკიცებით, სასმელი აგავასგან გამოყოფილ სასარგებლო ფერმენტებს შეიცავს. ამ ფერმენტების საშუალებით, ორგანიზმში მოხვედრილი კალცი მაქსიმალურად ეფექტურად აითვისება. როგორც ექიმები ამბობენ, აგავას ფერმენტები სასარგებლოა სისუსტის დროს და სიმსუქნის საწინააღმდეგოდ, ასევე, საკვების გადამუშავების პრობლემებისა და დიაბეტის დროს. გლუკოზას წყალობით, რომელსაც აგავა შეიცავს, ფერმენტები გემოთი სასიამოვნო და ტკბილია. ექსპერიმენტებისას, მას პერიოდულად აძლევდნენ მღრღნელებს, შედეგად კი მათი ძვლები 50%-ით (!!!) უფრო მტკიცე გახდა. თუმცა, როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ ალკოჰოლური სასმელის სამკურნალო პრეპარატად აღიარება, რასაკვირველია, არ შეიძლება. ტეკილა ალკოჰოლია და როგორც ყველა ალკოჰოლური სასმელი, ისიც მავნეა.