კარგია თუ ცუდი მაღალი ქუსლები?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენჯერ უთქვამთ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ზიანს აყენებს ჩვენს ფეხებს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოვლისმცოდნე ექსპერტებმა აზრი შეიცვალეს. ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ფეხებს ზიანს მაღალქუსლიანი კი არა, პირიქით, სწორძირიანი ფეხსაცმელი აყენებს. ზოგიერთი სპეციალისტი უკვე ურჩევს ქალბატონებს, ქუსლიანი ფეხსაცმელები შეიძინონ, თუ უნდათ, რომ ჯანმრთელი ფეხები ჰქონდეთ. ვერავინ უარყოფს, რომ სწორძირიანი ფეხსაცმელი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ არაა გამორიცხული, ის ტერფისა და ზურგის ტკივილის, „მაზოლების“ გაჩენისა და ართრიტის მიზეზიც კი გახდეს. ამერიკელი ორთოპედები შეშფოთებულები არიან ბრტყელლანჩიანი ფეხსაცმლით გამოწვეული პრობლემების გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი ფეხსაცმლით სიარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემდეგ უსიამოვნებებს იწვევს: მახინჯდება სიარულის მანერა; ხელს უწყობს ტერფების „შიგნით“ შებრუნებას, რაც მყესების დაჭიმვის მიზეზი ხდება; ტერფების „შიგნით“ შებრუნება, ამ პროცესში მუხლებსაც „ითრევს“, რასაც მათი ანთება და ტკივილი, საბოლოოდ კი ართრიტი მოჰყვება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქუსლის იდეალური სიმაღლე 2.5 სმ-ია. იტალიელმა მეცნიერებმა კი დაასკვნეს, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება დადებით გავლენას ახდენს ქალის სექსუალურ ჯანმრთელობაზე.