ლაოსელი ემიგრანტი მილიარდერი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სიმსივნით დაავადებულმა ლაოსელმა ემიგრანტმა Powerball-ის ლატარიაში ჯეკპოტი - 1.3 მილიარდი დოლარი მოიგო. საინფორმაციო სააგენტო АР-ის ცნობით, ეს იღბლიანი ადამიანი 46 წლის ჩენგ სეპჰანია, რომელიც პორტლენდში ცხოვრობს და რვა წლის განმავლობაში, სიმსივნეზე მკურნალობდა. ერთი კვირის წინ, მან ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი ჩაიტარა. როგორც აღმოჩნდა, სეპჰანი და მისი მეუღლე მოგებული თანხის მხოლოდ ნახევარს აიღებენ, მეორე ნახევარს კი მეგობარს, ლაიზა ცაოს გადასცემენ, რომელმაც მათთან ერთად იყიდა ლატარიის ბილეთების პარტია.

ჯეკპოტის მფლობელებმა გადაწყვიტეს, თანხა ერთბაშად აიღონ, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ, 422 მილიონი დოლარი იქნება. „მოგებული თანხით ოჯახის უზრუნველყოფას, კარგი ექიმის პოვნასა და მკურნალობას შევძლებ“, - აცხადებს ბედნიერი ემიგრანტი. შეგახსენებთ, Powerball - ამერიკული ლატარიაა, რომელიც 45 შტატში, კოლუმბიის ოლქში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე თამაშდება.