ყველაზე პოპულარული ბრენდი გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Lyst Index  - მსოფლიო მოდის ყველაზე პოპულარული ბრენდებისა და პროდუქტების ყოველკვარტალური რეიტინგია. Lyst კომპანიაა, რომელიც მოდის ტექნოლოგიებითაა დაკავებული, თუმცა იმავდროულდ, ის აპლიკაციაა - პრემიუმ-კლასის ნივთების შესაძენად. ამ აპლიკაციით, ყოველწლიურად, 200 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ მყიდველების ქცევას, მათ შორის, პლატფორმაზე და მის გარეთ ძიებას, პროდუქტების დათვალიერებას და გაყიდვებს. ბრენდის ან პროდუქტის პოპულარობის დადგენისას ითვალისწინებენ, ასევე, სოციალურ ქსელებში ხსენებას, აქტიურობისა და ჩართულობის სტატისტიკას მთელ მსოფლიოში, სამი თვის განმავლობაში.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2024 წლის პირველი კვარტლის ყველაზე პოპულარულ ბრენდად Miu Miu დასახელდა. მასზე მოთხოვნა ამ პერიოდში 8%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ, ცოტა ხნის წინ, პარიზში გამართულ ჩვენებასა და New Balance-თან თანამშრომლობას უკავშირდება. სიის მეორე საფეხურს Prada იკავებს და მიუხედავად რეიტინგის ვარდნისა, ის მაინც ინარჩუნებს მაღალ სტატუსს ვარსკვლავური სარეკლამო კამპანიებისა და ძვირფასი ჩანთების ახალი ვერსიებით. ყველაზე პოპულარული ბრენდების ატეულში მოხვდნენ, ასევე, LOEWE, Bottega Veneta, Saint Laurent, Moncler, Versace, Balenciaga, Valentino, Jacuemus. რაც შეეხება პოპულარულ პროდუქტებს, აქაც პირველ ადგილს Miu Miu იკავებს, თავისი ბოტასებით - New Bbalance 530 SL, რომელიც გამოსვლიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.