ჩინელი ფერმერი, ღორის კუჭმა გაამდიდრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელი ფერმერი, რომელმაც მიერ მიერ დაკლული ღორის კუჭში, ეგრეთ წოდებული, ვეზოარული ქვა აღმოაჩინა, უცებ ოლქის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ნაპოვნი ქვა თმის გორგალი და გადაუმუშავებელი საჭმელია, რომელიც დროთა განმავლობაში, ცხოველის კუჭში გაქვავდა. ამ აღმოჩენის ღირებულება 606 ათასი დოლარია. ჩინეთის სოფლის მცხოვრებლებს იშვიათად უმართლებთ ამგვარი „ქვის“ აღმოჩენაში.

ადგილობრივები მას „ღორის განძს“ უწოდებენ. მიიჩნევა, რომ პრეპარატებს, რომელსაც მისგან ამზადებენ, შესანიშნვად გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და ადამიანს უამრავი დაავადებისგან არჩენს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, „ღორის განძს“ ინგლისელი მედიკოსები იყენებდნენ, დღევანდელ ჩინეთში, ექიმებში ამ ვეზოარულ ქვას ოქროს ფასი აქვს. ფერმერმა ნაპოვნი „ქვა“ შანხაიში წაიღო და თითქმის 7 ათასი დოლარი დახარჯა მისი მიახლოებითი ფასის დადგენაში.