სკანდალი უკრაინის რკინიგზაში - რატომ გადადგა თანამდებობიდან სააკაშვილის გუნდის წევრი ირაკლი ეზუგბაია?!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის რკინიგზის კომერციული და ლოჯისტიკური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია 11 მარტს საგანგებო პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, თუმცა არავინ ელოდა, რომ ღიად განაცხადებდა უკრაინის რკინიგზაში არსებული კორუფციის შესახებ. არადა, ეზუგბაიამ სწორედ ამაზე მიანიშნა, როცა თქვა, რომ „არსებობენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ეროვნული სატვირთო გადაზიდვით. აშკარაა, რომ ის, რაც უკრაინის რკინიგზის საკუთრებაა, ვიღაც სხვა იჯიბავს. სამწუხაროდ, მე ისინი შევავიწროვე.“

ვინ არიან ეს ძალები, ვის გულისხმობდა ეზუგბაია და ვინ აიძულა იგი თანამდებობიდან წასულიყო? - ფაქტია, ეზუგბაიამ უკრაინის სატვირთო გადაზიდვების ბაზრის მოთამაშეების ინტერესები გადაკვეთა და სამწუხაროდ, თანამდებობა დაატოვებინეს.

ეზუგბაიას პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის რკინიგზის თავმჯდომარემ ჟმაკმა საგანგებო ბრიფინგზე პრეტენზია გამოთქვა რომ „კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ დაბლოკა უკრაინის რკინიგზის დაყოფის პროცესი ოთხ ფილიალში და სამაგიეროდ არაფერი შესთავაზა”.

საქმე ისაა, რომ უკრაინის რკინიგზის რეფორმის ფარგლებში, ოთხ ფილიალს უნდა დაეწყო ფუნქციონირება: სატვირთო, სამგზავრო, კონტეინერების ტრანსპორტირება და ინფრასტრუქტურის ოპერირება. უკრაინის რკინიგზის გამიჯვნა მთავარი ვალდებულებაა ევროპელი პარტნიორების მიმართ. ირაკლი ეზუგბაია, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე, უკრაინის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვის ანუ ყველაზე შემოსავლიანი მიმართულების ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო.

15 იანვარს დაიწყო დაყოფის პროცესი: UZ Cargo და ინფრასტრუქტურის ოპერატორი UZ Infra პირველები გაიყვნენ. ამასთან, თებერვლის დასაწყისში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ დაბლოკა UZ Cargo-სა და UZ Infra–ს შექმნის გადაწყვეტილება. „ამის შემდეგ ჟმაკმა და ეზუგბაიამ დაიწყეს რეფორმა სამეთვალყურეო საბჭოსთან კონსულტაციის გარეშე, თუმცა ეს წესდებით უნდა გაკეთებულიყო, ამიტომაც გაყოფის პროცესი შეჩერდა“,- განაცხადა LIGA.net-თან საუბარში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა.სამეთვალყურეო საბჭო კი აცხადებს, რომ ”UZ Cargo-სა და UZ Infra-ს შექმნის არანაირი პრობლემა არ არის და არავინ ეწინააღმდეგება მას, უბრალოდ ეს უნდა გააკეთოთ თანდათან“.

„მე არ მსურს ფაქტების დაკავშირება, მაგრამ უკრაინის ეკინიგზის რეფორმა ნელა მიმდინარეობს,”- განაცხადა ეზუგბაიამ 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

2020 წლის შემოდგომაზე, უკრაინის პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია 2017-2020 წლებში უკრაინის რკინიგზის საქმიანობის შესასწავლად და კომპანიის ამჟამინდელი საბჭოს კომპეტენციის შესაფასებლად. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების საფუძველი
გახდა უკრაინის რკინიგზის ინდიკატორების კოლოსალური ვარდნა,ხელმძღვანელობის არაპროპორციულად მაღალი ხელფასები და კომპანიის თანამშრომლების მძიმე სოციალური მდგომარეობა.

უკრაინის რკინიგზის გარშემო ატეხილ ორივე კონფლიქტს წინ უძღვოდა გახმაურებული მოვლენა - იანვარში, შემოვიდა ახალი სერვისი „ჰოლანდიის აუქციონი“ - ProZorro. სადავო გახდა საქონლის ტრანსპორტირება შეთანხმებული პირობებითა და მოცულობებით (საკუთარი მანქანებით). უკრაინის სკინიგზამ შესთავაზა საქონლის გადატანა სამი წლის განმავლობაში - 2021 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის ბოლომდე ფიქსირებულ ფასად. იანვრის ლოტების მთავარი გამარჯვებული გახდა ერთი მოთამაშე - Metinvest-Shipping, რომელიც რინატ ახმეტოვის ჰოლდინგური კომპანიის SCM ნაწილია და აუქციონზე ფასი თითქმის ორჯერ დაეცა. მოკლეთ, ამის შემდეგ ომი დაიწყო ოლიგარქების წინააღმდეგ.ახმეტოვის გამარჯვება ბაზრის მონაწილეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რკინიგზის ტრანსპორტით ასეთი მოცულობის ტვირთის - ამდენი მანქანის გადაზიდვა ხოლოდ ამ კომპანიას შეეძლო, მითუმეტეს ერთდროულად სამი წლის განმავლობაში. უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია მოვლენების განსხვავებულ ლოგიკაში და ოპონენტებს პირადი მანქანების მფლობელებთან საერთო თამაშში ადანაშაულებს. პარადოქსია, რომ მათ შორის ყველაზე დიდი მოთამაშე იგივე ახმეტოვია.

მომზადებულია უკრაინულ ინტერნეტსაიტებზე დაყრდნობით