მაპატიეთ, რომ საერთო დღის წერიგს ვარღვევ... - ანი რეხვიაშვილი 25 თებერვალზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე, ანი რეხვიაშვილი, სოციალურ ქსელში დღევანელი დღის შესახებ წერს:

ახლა რასაც გაგიზიარებთ, დღევანდელ დღეს უნდა მეთქვა. მაპატიეთ, რომ საერთო დღის წერიგს ვარღვევ , მაგრამ ცნობილი ისტორიკოსების ოჯახში გავიზარდე და თუ სხვაზე მეტად ,, მესამშობლოება’’ არ გაგიკვრდებათ ვიცი.

ასი წლის წინ, დედაქალაქი და ქვეყანა დატოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის ნაწილმა. შორაპანში გამეღვიძა და უკან ხომ არ დავბრუნდებოდიო - ჩაუწერია მემუარებში დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მეთაურს.

ინგლისმა ლენინის წითელ რუსეთთან დადებულ სავაჭრო ხელშეკრულებაში გაგვცვალა და ხელმოწერით დაუდასტურა კაცობრიობის საშიშ ექსპერიმენტატორს , კავკასიაში ინტერესები აღარ მაქვსო. დემოკრატიული საქართველოთი აღფრთოვანებულმა ევროპამ კი, გრიგოლ რობაქიძემ რომ უთხრა - 2 000 წელი გელოდებოდათ საქართველო თქვენო - აღშფოთებული და შეშფოთებული განცხადებების ამარა დაგვტოვა.

აშშ-მ მაშინ საერთოდ არ გვცნო და სულ ე. წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები გვეძახა საქართველოს და აზერბაიჯანს... ასი წლის წინ, 25 თებერვალიდან, დაიწყო მორიგი გრძელი ღამე საქართველოსთვის

. . . .

ჩვენ სწორად გვესმის, რომ - საქართველო, რომელიც აღმოსავლეთის ურდოებს ევროპის გზაჯვარედინზე ანუ თავის სივრცეში აკავებდა, თავად იღებდა უსასტიკეს ბრძოლებს და სისხლისგან იცლებოდა ყოველ ჯერზე.

- საქართველო, რომელმაც საკაცობრიო და ევროპული ჰუმანიზმის საგანძურში უნიკალური წვლილი შეიტანა...

-საქართველოს, რომელსაც საერთაშირისო სამხედრო მისიებში მონაწილე ჩვენი ბიჭების გამო, კონტრიბუციას , რომ ეძახიან, თავისუფალი სამყარო უპრველეს მადლობას უხდის დღესაც და საერთოდაც , ამით იწყებს ჩვენთან საუბარს.

ა ხ ლ ა, რატომღაც, დატუქსული ბავშვივით კუთხეში ვართ ატუზული. სანქციებით და ,, გაწკეპლვით გვაშინებენ... და ვინ არ იცით, რომ სანქცირებული ქვეყანა დიდხანს ვერ გასწორდება წელში. მერე რა, რომ შიდა პოლიტიკური დავებია ქვეყანაში. ზოგჯერ პოლიტიკური სიბრძნე გვღალატობს, ხშირად თავები გვიცხელდება, ბევრჯერ ეგო გარბის წინ და სახელმწიფო არ გვახსენდება , ჩვენი არ ვიცით, არც სხვისი გვინდა გავიგანოთ, მაგრამ ერთი საქართველოს შვილები ვართ და ერთმანეთში გავსწორდებით, აუცილებლად გავსწორდებით, რადგან ყველა მხარეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს მომავლის წინაშე.

დასასრულ:

საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

 სად არის დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში რუსულ-თურქულ-ირანული სამკუთხედის რეალობაში, რომელ მძიმეწონიან დოკუმენტში ჩაიწერა და რატომ არ ვითხოვთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისაგან რომ მკაფიოდ გამოკვეთოს აშშ-ის პოლიტიკა რეგიონის და საქართველოს მიმართ. ( სატელეფონო საუბრები და ,,არ უხსენებია, მაგრამ იგულისხმებოდა’’-არ ითვლება იცოდეთ).

- ნუ გიჭირთ და თქვენმა, მართლაც კარგმა დიპლომატებმა, ყველაფერი გააკეთონ საქართველოს სახელით, რომ კონსულტაციების დაწყება კი არა , მხარდამჭერი აქტის კანონში აშშ -საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე იყოს კონკრეტიკა. ეს ის კომპონენტია, რომელსაც დიდხანს ველოდით და საქართველოს გაძლიერების და ფეხზე დაყენებისათვის ესაა აუცილებელი.

- როდის დასვით ბოლოს საკითხი შავი ზღვის პოტენციალზე და დაიწყეთ შეთავაზება აშშ-ის და ევროკავშირის წინაშე კონკრეტული საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად. ხომ კარგად ვიცით, რომ ეს საქართველოს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების სწრაფი განვითარების უძირითადესი თემაა ( სამი ზღვის ინიციატივას ერთხელ, რომ დაესწარით ვიცი). -

- რატომ გიჭირით დასვათ საკითხი აშშ-თან უვიზო რეჟიმზე, თუნდაც ვიზების გამარტივებაზე დაიწყოთ საუბარი.

- რატომ არ არის წარმოდგენილი საქართველო ახლა , მიმდინარე ენერგეტიკულ რეგიონულ პროექტებში და ასე და ასე შემდეგ. და , ზოგადად ბატონებო

ხომ არ დადგა დრო, რომ ვალდებულებებიდან საქართველოს უფლებებზე გადავიდეთ, ენერგიულად, თავმოყვარედ და პრინციპულად , ისე , როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება , თორემ გზა ჯვარედინზე ვართ და ხშირად გვახსენებენ ამას.

 

ანა რეხვიაშვილი სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე EUGS- International Development and Leadership Network, Brussels, Belgium დამფუძნებელი