ენმ-ს ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ახალ პარტიას ქმნიან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტი ახალი პოლიტიკური ჯგუფის მოლოდინშია. რიგით მეათე ჯგუფს სახელწოდებით - "ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ქმნიან.

უმრავლესობაში ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში "ნაცმოძრაობის" რღვევა გრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს დაუჭირეს მხარი. ახალი პოლიტიკური ჯგუფის საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

"რღვევა გრძელდება ამ პოლიტიკური პარტიისაც, ფრაქციისაც და ყველაფერი იმისა, რაც დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან". პოლიტიკისთვის ეს კარგი ტენდენციაა, პირდაპირ მინდა ვთქვა. მომხრე ვარ, რომ იყოს საქართველოს ოპოზიცია ძლიერი, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას", სამწუხაროდ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია რეალური ოპონირება "ქართული ოცნების," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.