"იორდანიაში, წმინდა მიწაზე, საქართველოს გადმოეცა 4000 კვადრატული მეტრის მიწა" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იორდანიაში მოგეხსენებათ რომ გადმოეცა საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში მოგეხსენებათ რომ გადმოეცა საქართველოს, წმინდა მიწაზე, 4000 კვადრატული მეტრის მიწა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე - მას შემდეგ როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობას, ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე -ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.