ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რიადის ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილეპრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრიფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხიდა საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.