"გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება შეუძლებელია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მალე მივაღწიოთ ამას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხში, რაც ეხება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპას.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, დაწესდა უვიზო რეჟიმი. ახლა უკვე, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკაშირდება საქართველოსთის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სურვილზე, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ამას სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება. სწორედ ამას უკავშირდება ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებს გამოხატავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.