"ბატონი მიხეილი მკურნალობას აგრძელებს თერაპიულ განყოფილებაში... თავს გრძნობს კარგად" - ნინო ნადირაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.

„მივდივართ ბოლოსკენ - მოვრჩებით კვლევებს. დიაგნოზები კვლავ იგივე რჩება. უბრალოდ, ჩვენ გვაინტერესებდა, დინამიკაში იყო თუ არა გაუარესება. ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. გუშინ სრული კომპიუტერული ტომოგრაფიაც ჩაუტარდა. რაც შეეხება მოარულ თემებს - რომ [ინფორმაციას] არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ... მე მესმის, რომ თქვენ [ჟურნალისტებს] გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ ეს პაციენტის ჯანმრთელობას ეხება, ეს არ არის საჭორაო თემა. პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენი მკურნალობის ტაქტიკაზე, არც - ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე“, - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.