ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუმინეთში მიმდინარე დუმიტრუ პირვულესკუსა და ვასილე იორგას სახელობის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ანრი ხოზრევანიძე (60 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ) და ანრი ფუტკარაძე (72 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს თორნიკე მიქელაძე (77 კგ) დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი კი გიორგი უერთაშვილმა (72 კგ) აიღო.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონი რატი ხოზრევანიძე (63კგ) გახდა.