დე ლაურენტისი: „ხვიჩა არ იყიდება, ოსიმენი 160 მილიონი ღირს“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმა და იზეიმა კიდეც, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახალი სეზონის გეგმებზე დაიწყო საუბარი, თუმცა ყველა ხვდება, რომ ნეაპოლელებმა ამ შემადგენლობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ და სურვილის მიუხედავად, პრეზიდენტს რამდენიმე ლიდერთან გამოთხოვება მოუწევს. უკვე გადაწყვეტილია კიმ მინ ჯეს ბედი, რომელიც კარიერას ინგლისში გააგრძელებს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა ლობოტკამ, მსურველების რიგი უდგათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს, რომლებზეც დე ლაურენტისმა ხმამაღლა განაცხადა, არ იყიდებიანო, ახლა კი პოზიია შეიცვალა.

„ვხვდები, რომ ამ შემადგენლობის შენარჩუნება გამორიცხულია. ამიტომ, ვისაც ოსიმენის შეძენა სურს, 160 მილიონის გადახდა მოუწევს, ეს ბოლო ფასია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ხელშეუხებელია და მომავალ სეზონსაც აუცილებლად ჩვენთან გაატარებს“, - ეს განცხადება კი გააკეთა დე ლაურენტისმა, მაგრამ ჟურნალისტები წერენ, ამით პრეზიდენტი ქართველზე ფასის გაზრდას ცდილობს და როგორც კი შესაფერის წინადადებას მიიღებს, ქართველს აუცილებლად გაყიდისო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე