მესუტ ოზილმა 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მესუტ ოზილმა 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „ბევრი ფიქრის შემდეგ 17-წლიანი ბრწყინვალე კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ბედნიერი ვარ, რომ უამრავი დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი. დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს!"
 მესუტ ოზილი სხვადსხვა დროს შალკე 04-ის, ვერდერის, მადრიდის რეალის, არსენალის, ფენერბაჰჩესა და ბაშეკშეჰირის წევრი იყო — 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.