საქართველოს ჩემპიონატი 46-ე ადგილზეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაი დასრულდა და ისტორიაში მეორედ, ოქროს მედლები ბათუმის „დინამომ“ მოიპოვა. სწორედ აჭარული კლუბი დაიცავს საქართველოს ღირსებას მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედია, ამჯერად მაინც მოვახერხებთ 2-3 ეტაპის დაძლევას, რათა ზაფხულში დაწყებული ევროთასები ჩვენთვის ზაფხულშივე არ დასრულდეს.

ჰოდა, ჩვენი პირველობს დასრულების პარალელურად, უეფამ ეროვნული ჩემპიონატების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო რეიტინგში 46-ე ადგილზეა (უეფაში სულ 55 ქვეყანაა გაწევრიანებული). ჩვენზე უკან ალბანეთი, ესტონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ანდორა, უელსი, მონტენეგრო, გიბრალტარი და სან მარინო არიან, მაგრამ გვერწმუნეთ, სან მარინოს, ანდორასა და გიბრალტარის გარდა, ჩვენს უკან მყოფ ვერცერთი ქვეყნის კლუბზე ვერ იტყვის ვერც საქართველოს ჩემპიონი და ვერც მეორე თუ მესამე ადგილოსანი, აუცილებლად დავამარცხებო. სამწუხაროდ, ჩვენი პირველობა ერთ_ერთი უსუსტესია და ეს მწარე რეალობაა.

რაც შეეხებათ ძლიერებს ამა ქვეყნისა. უძლიერესი ჩემპიონატების პირველი ათეული ასე გამოიყურება - ინგლისი, ესპანეთ, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ბელგია, თურქეთი, შოტლანდია.