რატომ არ აწყოს „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „უემბლიზე“,დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება. აბა, იმაზე კარგი რა უნდა იყოს, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს რომ მოიგებ, მაგრამ, ახლა ცოტა არ იყოს, უცნაურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ისე ჩანს, „დორტმუნდის“ შეფებს, ამ შეხვედრის წაგება უფრო უნდა აწყოიბდეთ, ვიდრე მოგება და ახლავე აგიხსნით რატომ.

გასული სეზონის მიწურულს, „დორტმუნდმა“ „რეალს“ ჯუდ ბელინგემი მიჰყიდა და თანაცძალიან მსუყედ - 103 მილიონ ევროდ. პარალელურად, კონტრაქტში ჩაიწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბელინგემი სეზონში ათ გოლზე მეტს გაიტანდა, ესპანეთის ჩემპიონი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „დორტმუნდი“ დამატებით 30 მილიონ ევროს მიიღებდა. ჰოდა, მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონობა უკვე გაიფორმეს, ბელინგემმა - 19 გოლი გაიტანა და დარჩა ერთი - ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ახლა, რა ხდება, თუ ლიგას „დორტმუნდი“ მოიგებს? გამარჯვების სანაცვლოდ, კლუბი უეფასგან 18 მილიონ ევროს მიიღებს, ანუ, თითქმის იმის ნახევარს, ვიდრე გამარჯვების შემთხვევაში. ჰოდა, ქომაგები ხუმრობენ, რომ ფეხბურთელებს მოგება ურჩევნიათ, კლუყბის ხელმძღვანელებს - მარცხიო, თუმცა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ყველას გამარჯვება სურს, რადგან ლიგის მოგების შემთხვევაში, ისეთი სარეკლამო შემოსავლები წამოვა, 30 მილიონს ბევრად რომ აჯობებს.