კვარაცხელია იტალიური პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის“ რიგებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ვარაუდობდნენ, რომ ის ჯანმრთელად არ იყო და არ ითამაშებდა. მართლაც, „ჟირონასთან“ შეხვედრა თადარიგში დაიწყო, მაგრამ 24-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და მატჩიც ბოლომდე ჩაამთავრა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - „ნაპოლიმ“ 3:1 იმარჯვა და სამიდან ერთი გოლი, თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით, სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა. ნამატჩევს, იტალიური კლუბის თავკაც ლუჩანო სპალეტის არ დაუმალავს, რომ კვარა მისი გუნდის უმთავრესი მარგალიტია და აღიარა, რომ არ ელოდა, თუ ქართველი ფეხბურთლელი ასეთ დონეზე იასპარეზებდა და უმოკლეს ხანში პერსპექტიული მოთამაშიდან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა.

ჩვენებურის ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენია იტალიურ მედიასაც. თუ აქამდე, ხვიჩას შესახებ გაზეთის შიდა გვერდებზე იწერებოდა, ახლა კვარაცხელია პირველი გვერდებიდან აღარ ჩამოდის. აგერ, იტალიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა Corriere Dello Sport-მა ჩვენებურს პირველ გვერდზე ვრცელი ადგილი დაუთმო და მისთვის არც საქებარი სიტყვები დაიშურა. იმის გასაგებად, რას ფიქრობს ჟურნალისტი კვარაცხელიაზე და რას ამბობს მწვრთნელი, იტალიურის ცოდნა საჭირო არაა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე