ფრთხილად ბერძნებო - გავარვარებული ღუმელი გველოდება!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრამ პრაქტიკულად ყველა მოვლენა გადაფარა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში ბერძნებს ვხვდებით. შეხვედრა 26 მარტს უნდაგაიმართოს და ის, რასაც ახლა დავწერთ, ამ შეხვედრამდეა. საქართველოშ რაც ხდება, ყველამ კარგად იცის და რა ხდება ამ დროს საბერძნეთში? ელადელებმა ხომ ჩვენსავით იციან, ამ შეხვედრაში გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატზე მიდის. ბერძნებს ევროპირველობა არ უკვირთ, ოტო რეჰაგელის ხელში, კონტინენტის ჩემპიონებიც კი გახდნენ, საქართველო კი... საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია და თუ ბერძნებს მოვუგებთ... პრინციპში, „თუ“-ს გაგონება არავის სურს და იმედია, როცა ეს სტატია გექნებათ წაკითხული, ჩვენს ნაკრებს ისტორიაში ახალი ფურცელი ექნებაჩაწერილი.

მაშ ასე, რას ფიქრობენ ბერნები და ზოგადად, რას წერს ბერძნული მედია? ყველაზე საინტერესო სათაური მაინც ერთ ერთ გამოცემას ჰქონდა - „ფრთხილად ბერძნებო - გავარვარებული ღუმელი გველოდება!“ ელადელებმაზუსტად იციან, რომ აქ ჯოჯოხეთი ელით, რომ გულშემატკივარი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერდება, რომ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძლაა და უბრალო მატჩზე მეტია. ბერძნემა ჟურნალისტებმა გეორგიოს ლიმნიატისი მოიხელთეს, კაცი, რომელიც საქართველოს საკალათურთო ნაკრებში ილიას ზუროსის თანაშემწე იყო და აქ წლების განმავლობაში იცხოვრა. სავარაუდოდ, ვერავინ მისცემდა ისეთ ზუსტ შეფასებას ქართველებს, როგორც ეს ლიმნიატისმა გააკეთა. მთელი ნტერვიუს არ შემოგთავაზებთ, მაგრამ იმ ამონარიდებს გაგაცნობთ, რომელიც ლიმნიატისმა თანამემამულე ჟურნალისტებს უთხრა და... არ გვეგონა, თუ ასე კარგად გვიცნობდა ეს კაცი.

„ჩვენ იქ ჯოჯოხეთი გველოდება, ფეხქვეშ მიწა დაგვეწვება და ნაკრების ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. მე ნამყოფი ვარ სტადიონზე, როცა მათი სარაგბო ნაკრები თამაშობდა. ატმოსფერო შთამბეჭდავი იყო. სპორტის ეს კონკრეტული სახეობა კი იდეალურად გამოხატავს მათ ტემპერამენტს. რამდენადაც რაგბი სპორტის დინამიური სახეობაა, ბევრი  კონტაქტით და ამაზე ჭკუას კარგავენ. მაგრამ ერთია ატმოსფერო და განსხვავებულია მათი ქცევა. ისინი ზიანს არავის აყენებენ. მასხოვს, როდესაც ევრობასკეტის შესარჩევში საბერძნეთმა მოგვიგო, ბერძენმა ფანატებმა წარმატება ათეულობით ქართველი გულშემატკივრის თანდასწრებით უპრობლემოდ იზეიმეს...

ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომელიც ჭკუას კარგავს თავის ქვეყანაზე, აქვს ძალიან ძლიერი პატრიოტული გრძნობა და სჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევს. როდესაც 3X3 კალათბურთის გუნდი შევქმენით, გვითხრეს, „ჩვენ აშშ-ს მოვუგებთ!“. ხოლო, როცა ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობისას ვკითხეთ, რა იყო ჩვენი მიზანი, გვითხრეს, რომ მედლები, მაგრამ ისინი ბუნეებრივად ასეთები არიან და გულწრფელად ფიქრობენ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვათ. მრავალი წლის განმავლობაში, მათ პირველად ეძლევათ დიდ ტურნირზე გამოსვლის შანსი და ისინი ააფეთქებენ მოედანსაც და ქვეყანასაც. ისინი „მეომარი ძაღლები“ არიან, უკან არაფერზე იხევენ. ჩვენი გუნდის მთამაშეები გვეუბნებოდნენ, რომ ნაკრებისთვის თავს გასწირავდნენ. მართლა ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, სამშაბათს ძალიან რთულ და დაძაბულ თამაშს ველოდები...

ისინი ძალიან ამბიციურები არიან და ეს მათთვის სიცოცხლის მატჩია. მათ სიგიჟემდე უყვართ სპორტი, ისევე, როგორც რელიგიური ტურიზმი და ძველი ტაძრების მონახულება. ჩვენგან განსხვავებით, ძლაიან არ უყვართ რუსეთი, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ...“

ეს თქვა კაცმაჩვენზე, რომელმაც აქ რამდენიმე წელი გაატარა და... 26 მარტს ჩვენთვის საუკუნის მატჩია და წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. იმედია, ეს ყველაზე კარგად ფეხბურთელებმა იციან.