სამგორმა ზურაბ იარაჯულის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორმა ზურაბ იარაჯულის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა
სამგორის რაიონში, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ ‘’განთიადის’’ ორგანიზებით, სამგორის რაიონის გამგეობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ჩატარდა საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირი ძიუდოში, 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებსა და 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.
აღნიშნულ ტურნირში, 19 წონით კატეგორიაში 350-მდე მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და ზურაბ იარაჯულის დამ, ლია იარაჯულმა გადასცეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში წელს დაარსდა და ორგანიზატორთა ინიციატივით, ყოველ წელს ჩატარდება.