„იდღეგრძელეთ“ - გაიცანით კაცი, რომელსაც „თბს დაზღვევამ“ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადლიერების გამოხატვა ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ადამიანებს მადლობის გადახდა ხშირად გვავიწყდება. სიმონ გახარია ამ მხრივ გამონაკლისია. საერთოდ, მადლიერების განცდა მაშინ გვეუფლება, როცა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება და ის, რაც თბს დაზღვევამ გააკეთა, ბატონი სიმონისთვის, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ბატონი სიმონი ამბობს, დიდი ხანია, თბს დაზღვევის კლიენტია, თუმცა კრიტიკული ჯანმრთელობის კი არა, უძრავი ქონებისა და ავტომანქანის სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდა.

თბს დაზღვევიდან დამირეკეს და კრიტიკული ჯანმრთელობის დაზღვევა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი - ვიფიქრერათ მინდა-მეთქი, თან სიმართლე რომ გითხრათ, არც მჯეროდა, ჯანდაცვის ხარჯებს თუ აანაზღაურებდა. არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა. დაზღვევიდან ისევ დამირეკეს და დამარწმუნეს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელი იყო. მოკლედ, დავთანხმდი და მეუღლესთან ერთად დავეზღვიე... ამ ამბიდან 5-6 თვის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნა და თურქეთში მომიწია წასვლა. გზაში, ფოთთან ვიქნებოდი, გამახსენდა, რომ დაზღვეული ვიყავი და თინათინს, ვინც პირველად დამეკონტაქტა და დაზღვევის აუცილებლობაში დამარწმუნა, დავურეკე, ჩემი სიტუაცია ავუხსენი და ვკითხე, „თბს დაზღვევახარჯებს თუ ამინაზღაურებს-მეთქი. რა თქმა უნდა, ფორმა ასი და ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეთ და ყველაფერი აგინაზღაურდებათო, - მომიგო თინათინმა. თურქეთიდან რომ დავბრუნდითბს დაზღვევის სათავო ოფისში მივედი და ერთ კვირაში 60 ათასი ლარი ჩამერიცხა, - ამბობს სიმონ გახარია და დასძენს - მხოლოდ მეგობრებს კი არა, ყველას, ვისთანაც ხელი მიმიწვდება, ვურჩევთბს დაზღვევის კრიტიკული ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით ისარგებლოს. მართალია, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ღმერთის ხელშია, მაგრამ როცა ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს და იმაზე ფიქრი აღარ გიწევს, საკურანო ფული როგორ იშოვო, ეს ძალიან დიდი კომფორტი და ბედნიერებაა,“ - ამბობს ბატონი სიმონი.

აშშ-ში მადლიერების დღე არსებობს - ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს მადლობას უხდიან. საქართველოში მადლიერების დღე არ გვაქვს, თუმცა შობა-ახალი წელიც ერთგვარად მადლიერების გამოხატვის დღესასწაულია. სიმონ გახარია თბს დაზღვევის ყველა თანამშრომლის მიმართ მადლიერებას საჯაროდ გამოხატავს.

დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ თბს დაზღვევის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით კი თინათინს, ვინც დაზღვევის აუცილებლობაში დამარწმუნა და კომპანიის ხელმძღვანელ პაატა ღაძაძეს. რას ვუსურვებ? - ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს. თქვენი დათესილი სიკეთე წინ აუცილებლად დაგხვდებათ! იდღეგრძელთ და მრავალ შობა-ახალ წელს გახარებული დაესწარით! - ამბობს სიმონ გახარია.