როგორ შევარჩიოთ სხეულის დამატენიანებლები და რა უნდა გავითვალისწინოთ მოხმარებისას

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტანის საცხების და ლოსიონების არჩევანი  ბაზარზე მნიშველოვნად  გაიზარდა, ვინაიდან მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნაც დიდია, თუმცა, ამ პროდუქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, კვლავ მცირე. სხეულის დატენიანება სპეციალური საცხებით ისეთივე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლადროგორც სახის. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ თემაზევერსიაექიმ დერმატოლოგ ხათუნა კუდავას ესაუბრა. მისი თქმითკანის დატენიანება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ამ პროდუქტების საჭირო დროს და სწორად მოხმარების შესახებ.

_ხათუნა, როგორ და რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ტანის დამატენიანებელი და დასაბანი საშუალებები?

_კანის დამატენიანებელი საცხების  შერჩევა უნდა მოხდეს კანის ტიპისა და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით.  ნებისმიერი ტიპის კანს სჭირდება დატენიანება. კანი ყველაზე დიდი და ,,მგრძნობიარე“ ორგანოა. მისი სენსიტიურობა დაბალი და მაღალი ტემპერატურის მიმართ უპირატესად აისახება ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში. ზამთრის ცივი და ქარიანი ამინდები განსაკუთრებით აშრობს კანს. ზაფხულში კანის გამოშრობა ძირითადად უკავშირდება რუჯს, მზის სხივებთან  პირდაპირი და არაპირდაპირი  კონტაქტის (ჩრდილში ყოფნა) პირობებში.

_რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა, ტანის დამატენიანებლის/დასაბანის შეძენისას, არის თუ არა, რაიმე კონკრეტული ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც საცხი არ უნდა შეიცავდეს?

_შეგვიძლია ავირჩიოთ დამატენიანებელი საცხის ფორმა. თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ საცხს,  რომელიც მარტივად ნაწილდება და ადვილად შრება, უმჯობესია გამოიყენოთ ლოსიონის ფორმა. თუ არჩევთ ოდნავ სქელ კონსისტენციას, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემის ფორმა.

კანის დატენიანებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია ჰიალურონის მჟავასა და შარდოვანას შემცველი კრემები.

ჰიალურონის მჟავა, სხეულის შემაერთებელი ქსოვილის ბუნებრივი ნივთიერება  (გლიკოზამინოგლიკანი) ყველაზე მაღალი კონცენტრაციით კანში, თვალებში და სახსრების სინოვიალურ სითხეში გვხვდება,  მისი წყლის შეკავების უნიკალური უნარი კი საუკეთესო დატენიანებით აისახება.  

ბევრი მატენიანებელი საცხი შეიცავს მზისგან დამცავ კომპონენტს (SPF) და ეს ფაქტორი აუცილებელია მზესთან კონტაქტის შემთხვევაში.  

დამატენიანებელი საცხებისა და დასაბანი გელების შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ალერგიული რეაქციები.  ეს ეხება სხვადასხვა მცენარეებისა და არომატიზატორების კომპონენტების შემცველობას, რომლებიც მათ ხშირად სასიამოვნო სურნელს ანიჭებს.

_კვირაში/დღეში რამდენჯერაა რეკომენდირებული ტანის დატენიანება, სპეციალური საცხის საშუალებით ზრდასრულებისთვის და  მცირეწლოვნებისთვის?

_კანის დატენიანება ყოველდღიურად უნდა მოხდეს, როგორც ყოველდღიური მოვლის მნიშვნელოვანი  ეტაპი. დატენიანება ასოცირდება ლამაზ,  მბზინვარე, სუფთა კანთან, კანის ნაოჭებისა და დაბერების პრევენციასთან;  და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელ კანთან. გამომდინარე იქიდან, რომ გამომშრალ კანში კანის ბარიერული ფუნქცია დაქვეითებულია, ის ნებისმიერი ინფექციის მაღალი მიმღებლობით ხასიათდება და ადვილად ინფიცირდება.  კანი ხშირად ,,თვითონ გვახსენებს“ დატენიანების აუცილებლობას. გამომშრალ კანს თან ახლავს დაჭიმულობისა და მსუბუქი ქავილის მსგავსი დისკომფორტი.

კანის დატენიანება ყველა ასაკში აუცილებელია. მნიშვნელოვანია ბავშვებში. მათთვის დამატენიანებელი საცხები ასაკის გათვალისწინებითა და კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ასევე აუცილებელია კანის დაავადებების გათვალისწინება, რომლებიც კანის სიმშრალესთან ასოცირდება (ატოპიური დერმატიტი, კანის ქსეროზი და სხვა).

_დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე სასურველი კანის დატენიანება (შხაპის მიღების შემდეგ მალევე, თუ კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ)?

_დატენიანება უნდა მოხდეს უშუალოდ შხაპის მიღების შემდეგ,  3-5 წუთში, ვიდრე კანი ისევ ტენიანია. ცხელი წყლით ბანაობა და შხაპის დიდი ხნით მიღება აგრეთვე იწვევს კანის გამოშრობას. 

ავტორი: ია გრიგალაშვილი