"ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში.” - ნუცა ბუზალაძე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ავტომობილში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ნუცა ბუზალაძის ძმაა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი... თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ“ - წერს ნუცა ბუზალაძე.