თეთრი ზვიგენის მომზადებისთვის დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელი„ფუდ-ბლოგერი“ გოგონა ცზინ მოპუმოუ 18 500 დოლარით დააჯარიმეს, დიდი თეთრი ზვიგენის არაკანონიერად ყიდვისა და მისი საკვებად მომზადების გამო. ბლოგერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ამზადებს ის ამ თევზს, რის შემდეგაც მისით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. საქმე ის არის, რომ ჩინეთის კანონების მიხედვით, თეთრი ზვიგენის ფლობა და მით უმეტეს, მისი ჭამა, აკრძალულია. ეს მტაცებელი თევზი დაცულია კანონით, რომლის თანახმადაც, კანონდამრღვევებს 10 წლამდე პატიმრობაც კი შეიძლება დაემუქროთ.