ვაქცინირებულებს ქათმებს ჩუქნიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიის ხელისუფლება ვაქცინაციის სტიმულირებისთვის, 45 წელს გადაცილებულ სოფლის მოსახლეობას ქათმებს ურიგებს. აქციამ - დედალი აცრის ნაცვლად - თავისი საქმე გააკეთა. ვაქცინაციის პუნქტებში აცრის მსურველთა რიგები დადგა. კუნძულ იავაზე, ამ წამოწყების ავტორები ადგილობრივი ადმინისტრაციები, პოლიცია და სამედიცინო ცენტრები არიან. საქმე ისაა, რომ უფროსი ასაკის მოსახლეობის უმრავლესობა თავს არიდებდა აცრას. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია ინტერნეტით და სოციალური ქსელებით, რომ ვაქცინა ვერ იცავს კორონავირუსისგან და სიკვდილისაც იწვევს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებამ აცრის პოპულარიზებისთვის ცოცხალი ქათმების დარიგება მოიფიქრა, კუნძულ იავას მოსახლეობა სიამოვნებით დათანხმდა ვაქცინაციაზე.