ხორცი ლობიოსგან მიიღეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინელმა სპეციალისტებმა შვრია და ლობიო გააერთიანეს, რათა ხორცის ინოვაციური, საკვები ალტერნატივა მიეღოთ. როგორც ამბობენ, გემოთი და გარეგნული სახით, მზა პროდუქტი ღორის ან საქონლის ხორცის სრულად იდენტურია. სპეციალისტებმა ეს გამოგონება უკვე დააპატენტეს. ხორცის შემცვლელის მომზადების პროცესში შვრიასა და ლობიოს ერთმანეთში ურევენ, აცხელებენ და პრესავენ. შედეგად, ცილით მდიდარ პროდუქტს იღებენ, რომლის გემოც და სტრუქტურაც ხორცისას მოგვაგონებს. ცნობილია, რომ შვრია საკვები ნივთიერებების წყაროა, ლობიო კი მეტად ღირებულ ამინომჟავებს შეიცავს. ეს ორი ინგრედიენტი შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს. პროექტის ავტორები მომავალში აპირებენ, ხორცის ვეგანური შემცვლელის წარმოება გააფართოვონ და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდნენ.