პირველი მუზეუმი ცაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არქეოლოგიური ექსპოზიცია ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ის თვითმფრინავშია განთავსებული, გამოფენის დამთვალიერებლები კი მგზავრები არიან. ავიალაინერის ბორტზე განთავსებულია არტეფაქტების ასლები, რომლებიც გათხრებისას, ალ-ულეში აღმოაჩინეს. ექსპოზიცია რეგიონის ისტორიის საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. ფრენისას, მგზავრებს სთავაზობენ Discovery Channel-ის დოკუმენტურ ფილმს „უძველესი არაბეთის არქიტექტორები. იდეის ავტორების თქმით, მუზეუმი თვითმფრინავში - ესაა მეთოდი, რომლითაც ყურადღება უნდა მიექცეს ამ რეგიონში არქეოლოგიურ სამუშაოებს და მიიზიდოს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. უჩვეულო ექსპოზიციის შექმნის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების ჩამონათვალში მოხვდება.