რესტორანში ინსტაგრამ-პოსტით გადაიხდით?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მილანში მდებარე იაპონური სამზარეულოს რესტორანი გადახდის ახალ ფორმას სცდის, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს, სოციალური ქსელი - „ინსტაგრამი“ ვალუტის სახით გამოიყენონ. ახალი წესების მიხედვით, კლიენტები, რომელთაც 1000-დან 5000-მდე გამომწერი ჰყავთ, ერთი კერძის საფასურს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული რესტორნის ფოტოთი გადაიხდიან. ორ უფასო კერძს ის ბლოგერები მიიღებენ, რომელთაც 5-დან 10 ათასამდე გამომწერი ჰყავთ. „ინსტაგრამის“ ნამდვილი ვარსკვლავები კი - 10-დან 50 ათასამდე გამომწერით - დაწესებულებისგან, მათი რეკლამისთვის, 4 უფასო კერძს მიიღებენ. ისინი, რომელთა ცხოვრებასაც 50-დან 100 ათასამდე ადამიანი ადევნებს თვალს, უფასოდ 8 კერძს მიიღებენ. ყველაზე მეტად კი იმ ბლოგერებს გაუმართლათ, რომლებსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავთ - მათ რესტორანში საფულის გარეშე შეეძლებათ მისვლა, რადგან მათთვის ყველა საჭმელი უფასო იქნება. დაწესებულების მფლობელი აცხადებს, რომ მომავალში გადახდის ასეთი ფორმა სამუდამოდ დამკვიდრდება და მათი კლიენტები კერძებისთვის სოციალურ ქსელებში საკუთარი პოპულარულობით გადაიხდიან. მიუხედავად საჭმლის უფასოდ გაცემისა, რესტორანი მაინც მოგებული დარჩება, რადგან რეკლამაზე მნიშვნელოვან თანხას დაზოგავს.