რატომ არის პრემიერლიგა უძლიერესი?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხბურთის გულშემატკივრები თანხმდებიან, რომ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს ინგლისის პრემიერლიგის კლუბები თამაშობენ და რაც მთავარია, უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად, გუნდები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს იკლავენ. მეტიც, ინგლისურ კლუბებში ფეხბურთელების ჯამაგირი ბევრად მეტია, ვიდრე იგივე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. თანაც, ამ ჩემპიონატების საშუალო დონის კლუბები რომ შევადაროთ, ფეხბურთელების ხელფასებში ძალიან, ძალიან დიდი სხვაობაა.

ეს ყველფერი კი იმიტომ ხდება, რომ იქ არარეალურად დიდი ფული ტრიალებს. მაგალითად, გასულ სეზონში, ჩემპიონის ტიტულისთვის, „მანჩესტერ სიტიმ“ 153.8 მილიონი ფუნტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ „ლივერპულს“ 151.8 მილიონი ერგო, მესამეადგილოსან „ჩელსის“ – 145.6 მილიონი.

ამის ფონზე, ალბათ საინტერესოა, რამდენი მიიღო ბოლო ადგილზე გასულმა და შესაბამისად პრემიერლიგიდან გავარდნილმა „ნორვიჩმა“? გუნდმა, რომელმაც 38 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო და სეზონში 84 გოლი გაუშვა. მათ 100 მილიონი ფუნტი ერგოთ, ანუ იმაზე ათჯერ მეტი, ვიდრე... საქართველოს უმაღლესი კლუბების ბიუჯეტია ერთად აღებული.