ხანდაზმულებს სიბრმავისგან ლინზები დაიცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მკვლევარებმა, პერდუს უნივერსიტეტიდან, კონტაქტური ლინზები შექმნეს, რომელიც გლაუკომას ადრეულ პერიოდში გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ გალუკომაა ხანდაზმულებში სიბრმავის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. თვალის ამ დაავადებას ადრეულ სტადიაზე უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, ის სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, ადამიანმა მხედველობა დაკარგოს. დღეისთვის, ეს დაავადება 80 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა თვალშიდა წნევის კონტროლია, რასაც სპეციალური ლინზების მეშვეობით ახორციელებენ. ეს ლინზები აღჭურვილია მიკროსქემით, რაც ლინზას სისქესა და სიხისტეს მატებს და დისკომფორტს უქმნის პაციენტებს. ამერიკელმა სპეციალისტებმა კი რბილი კონტაქტური ლინზები შექმნეს, რომელიც მეტად მოსახერხებელია, არ იწვევს დისკომფორტს და შესაფერისია თვალშიდა წნევის 24-საათიანი კონტროლისთვის, თუნდაც სახლში, ძილის დროსაც კი. სწავლულები უკვე თანამშრომლობენ კერძო კომპანიასთან და ახალი ლინზები, შესაძლოა, სულ მალე გახდეს ხელმისაწვდომი ექიმებისა და პაციენტებისთვის.