რა დაგიჯდებათ ბავშვის სკოლაში გაშვება - ყველაზე მოთხოვნადი ნივთების ფასები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასკოლო წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება ხალხმრავლობა ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში.  მაღალია მოთხოვნა სასკოლო ნივთებზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. "ჰოთნიუსი" დაინტერესდა,  რა მდგომარეობაა ფასების მხრივ და რა თანხა დაუჯდება ადამიანს სასკოლო წლისთვის ბავშვის სრულად მომზადება, ამიტომ, თბილისის ერთ-ერთ ბაზრობას ვეწვიეთ.

 

გთავაზობთ ფასების სიას:

საბავშვო ჩანთები 25 ლარიდან 70 ლარამდე;

სასკოლო ჩანთები მოზრდილებისთვის 30 ლარიდან 100 ლარამდე;

საბავშვო საშემოდგომო ფეხსაცმელი 50 ლარიდან 100 ლარამდე;

სპორტული ფეხსაცმელი 70 ლარიდან 150 ლარამდე;

საბავშვო ზომის შარვლები 45 ლარიდან-55 ლარამდე;

თეთრი პერანგი - 18 ლარიდან 50 ლარამდე;

საბავშვო ორეულები 45-60 ლარამდე;

ჯინსის ქურთუკები 50 ლარიდან 200 ლარამდე;

საკანცელარიო ნივთები -

საწერი კალმები 1,5 ლარიდან 4 ლარამდე,

რვეულები 50 თეთრიდან 5 ლარამდე;

სხვა ყველა წვრილმანი ნივთის ფასი მერყეობს 5 ლარიდან 30 ლარამდე.