დემონსტრაციების გამწვავების ფონზე, ირანი მოუწოდებს უცხოელ ვიზიტორებს პატივი სცენ კანონს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერმა უცხოელმა ვიზიტორმა, რომელიც ქვეყანას სტუმრობს, პატივი უნდა სცეს ქვეყანაში არსებულ წესებს.

განცხადება სამინისტრომ ირანში, ქალთა უფლებების ბრძოლისთვის დაწყებული საპროტესტო აქციების გაძლიერების ფონზე გააკეთა. თეირანი ამ პროტესტის გაძლიერებაში "უცხოელ მტრებს" სდებს ბრალს.

მაჰსა ამინის, ირანელი ქალის პოლიციის მიერ მკვლელობის გამო დაწყებული დემონსტრაციები ირანში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება და ძლიერდება. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ თვეს მათ ამ საპროტესტო აქციებზე 9 ევროპელი დააკავეს. 

"ირანი უსაფრთხო ქვეყანაა... ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უცხოელები, ვინც ირანს ტურიზმისა და ბიზნესის მიზნებით სტუმრობენ, ჩვენს კანონებსაც პატივს სცემენ",- ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები ირანში 17 სექტემბერს, მოკლული ქურთი ქალის მშობლიურ ქალაქ საქეზში დაიწყო და მას შემდეგ ჯერ მთელ ქვეყანას, შემდეგ კი მსოფლიოს მოედო.

ქალები მთელი მსოფლიოდან საჯაროდ იჭრიან თმას, წვავენ თავსაბურავებს და ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს ირანში არსებული უმკაცრესი წესების წინააღმდეგ და მხარდაჭერას ირანელი ქალების მიმართ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში