ბერკლიში ტკბილეულის გაყიდვა აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ქალაქი ბერკლი პირველი იქნება ქვეყანაში, სადაც სუპერმარკეტების სალაროებთან, ტკბილეულისა და მავნე პროდუქტების გაყიდვას აკრძალავენ. ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, კანფეტების, ტკბილი გაზიანი სასმელებისა და სხვა მაღალკალორიული პროდუქტების ნაცვლად, მყიდველები სალაროსთან ახლოს, ახალ ხილს ნახავენ. ეს დადგენილება ბერკლის 25-ზე მეტ სუპერმარკეტში იმოქმედებს.

ეს პროდუქტები ბავშვების თვალის სიმაღლეზე აღარ განთავსდება და როცა სალაროსთან გრძელ რიგში დადგებით, მას ვეღარ დაინახავთ, - აცხადებენ ქალაქის საბჭოს წარმომადგენლები. მათივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არც სასჯელია და არც ბრძოლა ტკბილეულთან, ეს უფრო, მავნე ჩვევებზე უარი გახლავთ. ბერკლი იყო ასევე აშშ-ში ნოვატორი ქალაქი, სადაც გაზიან სასმელებზე გადასახადი დააწესეს.