რა იწვევს თავის ტკივილებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი მდგარა ამ პრობლემის - თავის ტკივილის წინაშე. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სპეციალისტებმა სასარგებლო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც, თავის ტკივილის მიზეზი დაადგინეს და სპეციალური მეთოდიკაც შეიმუშავეს, რომელიც თავის ყველანაირი ტკივილის დაამებას უწყობს ხელს. სწავლულების მთავარი აღმოჩენა, რასაც ამ კვლევების დროს მიაგნეს, მოლეკულებია ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც არა მხოლოდ არსებობენ ჩვენში, არამედ „თავისთვის ცხოვრობენ“.

ამის ახსნა მარტივად შეიძლება - ამ მოლეკულების მხოლოდ მცირე ნაწილი არ ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უსაფრთხოა ჩვენთვის. სხვა მოლეკულები კი უფრო აგრესიულები არიან და სერიოზულ გავლენასაც ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. რაც შეეხება თავის ტკივილს, თუ დროთა განმავლობაში, ორგანიზმში გროვდება ძალიან ბევრი მიკროორგანიზმი, დამჟანგავი პროცესები იწყება - სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილებს. სამწუხაროდ, ასეთი მოლეკულების მთლიანად განადგურება შეუძლებელია, მაგრამ სპეციალისტებს ხელჩასაჭიდი მაინც აქვთ. იმისთვის, რომ თავის ტკივილების გამომწვევ მოლეკულებს თავი დავაღწიოთ, საჭირო ყოფილა საკმაოდ ხშირად და საჭირო რაოდენობით „ცე“-ვიტამინის მიღება. ამ გზით, დიდ შანსს აძლევთ ორგანიზმს, თავადვე გაანეიტრალოს ეს მოლეკულები.