საფრანგეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ესტუმრა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა ჩინეთს, სადაც შეეცდება გადაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე და დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, თავის კოლეგა სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას და შესთავაზებს ჩინეთის ლიდერს „სხვაგვარ მიდგომას“, განსხვავებულს იმ პირდაპირი კონფრონტაციული ტონისგან, რომელიც ხშირად ისმის ვაშინგტონიდან.

მაკრონის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ასევე ჩინეთისა და ევროპის სავაჭროს კავშირების შენარჩუნება და შემდგომი განმტკიცება და ასევე პარიზის ინტერესების დაცვა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც საფრანგეთი საკუთარ თავს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს, ოკეანეში კუთვნილი მიწებისა და სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით.