ნიუ-იორკის მოსამართლის მიერ გათავისუფლებული ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ფლორიდაში იმყოფება

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკის მოსამართლის მიერ გათავისუფლებული ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ფლორიდაში იმყოფება. მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა, რომელსაც ბრალი 34 პუნქტით წარუდგინეს, განაცხადა, რომ მისი ერთადერთი დანაშაული ამერიკელი ერის დაცვაა და მიმდინარე პროცესის მიზნად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხება დაასახელა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გუშინ ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მისვლისთანავე დააკავეს, თუმცა მისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ტრამპი უკანონო გეგმაში მონაწილეობდა, რომლის მიზანიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ყველა საშუალებით გაუვრცელებლობა იყო. ამ კამპანიის ნაწილად ითვლება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდაც.