დიდ ბრიტანეთში პირველი ქართული მობილური ოპერატორი გაიხსნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 მაისს, ლონდონში, ბრიტანეთში პირველი ქართული ოპერატორი, mobineX-ი გაიხსნა. mobineX–ი პირველი ქართული მობილური ოპერატორია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო.

მობილური ოპერატორის გახსნის ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნესკავშირების გაღრმავებას,“ – გაანაცხადა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ.

mobineX–ის მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი. კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები – Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია – InexPHONE და  ღვინის კომპანია – გიუაანი.