სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოსენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელეროვნულკომისიასა (სემეკ) დააზერბაიჯანისენერგეტიკისმარეგულირებელსააგენტოს შორისთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირახუნდოვმა.

თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროშიმხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეგულირების შესახებ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა ტრენინგების ორგანიზება.