უკრაინისა და მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი - აქცია თბილისში, მშვიდობის ხიდზე იმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრები უკრაინელები, მხარდამჭერებთან ერთად, შეუერთდნენ საერთაშორისო მასშტაბით გამოცხადებულ აქციას - "მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი". აქცია თბილისში, მშვიდობის ხიდზე 15:00-ზე დაიწყო.

უკრაინელი აქტივისტები აცხადებენ, რომ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში მათ მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი განასახიერებს როგორც უკრაინის, ასევე ცივილიზებული სამყაროს ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აქტივისტები უკრაინისთვის საჭირო სამხედრო შეიარაღების სწრაფად გადაცემისა და გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მოწოდებებით გამოდიან.

„მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს უკრაინას გვერდში უდგას. ჩვენი სახელმწიფო მადლობას უხდის მსოფლიოს მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ დღეს არსებობს და უპირისპირდება მტერს. მაგრამ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის მოსახლეობა და აღადგინოს საბჭოთა კავშირი იმ გეოგრაფიულ საზღვრებში, რომლებშიც ის არსებობდა მისი დაშლის დროს.
თანამედროვე რუსეთის შეჩერება, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვებით უკრაინის მიწაზე. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი და თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა“, - აცხადებს აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“ (Ukrainian activists in Sakartvelo).

უკრაინის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილი აქცია ბათუმში 18:00 საათისთვის დაიგეგმა.