დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში. უკრაინაში ის ადრეც იყო ნამყოფი, მაგრამ ამჟამად მან პირველად იმოგზაურა არაოფიციალური სტატუსით. სექტემბრიდან მოყოლებული ჯონსონს არავითარი პოსტი არ უკავია გარდა პარლამენტის დეპუტატისა საკუთარი საარჩევნო უბნიდან.

როგორც მედია იტყობინება, ის ნახეს კიევის მახლობლად, ომისგან ძლიერ დაზარალებულ გარეუბნებში, ბუჩასა და ბოროდიანკაში. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბოროდიანკაში ჯონსონს თან ახლავს კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება.

ვიზიტის შესახებ ადრე არ გამოუცხადებიათ.