ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს ავსტრალიაში, ბექა დვალს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს ავსტრალიის თანამეგობრობაში, ბექა დვალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს.

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.