სკანდალი "ლელოში"- ვინ დატოვა პარტია 1000 ლარიანი პენსიის გამო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა. პარტიაში სკანდალის მიზეზი წინასაარჩევნოდ 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა, რაც დათუნაშვილის აზრით, არარეალურია.

ამ საკითხზე ის პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პარტია ოფიციალურად დატოვა.

დაპირისპირების დეტალებზე დათუნაშვილი ღიად არ საუბრობს, თუმცა "კურიერს" დაუდასტურა, რომ პარტიის რიგები დატოვა.

წყარო:რუსთავი2