თბილისი 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის, FIE-ს კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

თბილისის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 120-მა დელეგატმა მისცა, სულ კი კენჭისყრაში მონაწილეობას 134 დელეგატი იღებდა.

2023 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.