ქუბრიაშვილი დასაჯეს და... კარიერა დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგულიკლერმონისქართველი ლეგიონერი, დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთისრაგბის სადისციპლინო კომიტეტმა 11-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორცგადაწყვეტილებაშია ნათქვამი, 13 მაისს, „ბაიონასთანშეხვედრის დროს, ის მსაჯსარასათანადოდ მოეპყროდა შეურაცხყოფა მიაყენა. თავდაპირველად, სადისციპლინო კომიტეტმა 12-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოწერა, მაგრამქუბრიაშვილი სხდომას ესწრებოდა, დანაშაული მოინანია და ერთი კვირაჩამოაკლეს, მაგრამ ისე ჩანს, „ბაიონასთანშეხვედრა ვეტერანი მორაგბისკარიერაში ბოლო იყო.

მოვიდა დრო, რათა პროფესიულ რაგბის მოთამაშის რანგში დავემშვოდობო. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაგბიში მოედანზე, თუ მის მიღმა შევხვდი, მადლობაგადავუხადო“, - დაწერა ქუბრიაშვილმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დავითს ტომ-14-ში, 214 მატჩი აქვს ჩატარებული და მამუკა გორგოძის, დავით ზირაქაშვილისა და გოდერძი შველიძის შემდეგ, მეოთხე ქართველია, ვინცტომ-14-ში, 200-მატჩიან ნიშნულს გადააბიჯა. ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე47 შეხვედრაა.