ანჩელოტიმ ხელი მამარდაშვილს დაადო - ვინიციუსს ის ახრჩობდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვალენსია-რეალის დაპირისპირება ესპანეთში კვლავ განსჯის საგანია. შეხვედრისმიწურულს, სტუმართა ბრაზილიელმა ფორვარდმა, ვინიციუს ჟუნიორმა ჯერტრიბუნებისკენ გაიწია, რასისტული შეძახილი გავიგონეო, შემდეგ კი, „ვალენსიასფეხბურთელებთან მოუვიდა უთანხმოება. ეს ყველაფერივალენსიასსაჯარიმოშიხდებოდა და საქმეში გიორგი მამარდაშვილიც ჩაერთო - ქართველი მეკარემოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა და გაწევ-გამოწევაში ერთ-ერთი მთავარიროლი შეასრულა. შეხვედრის არბიტრმა გადაწყვეტილების მისაღებად VAR-მიაშურა და მომენტი განმეორებით ნახა, რის შემდეგაც ვინიციუსი გააძევა.

ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო - ნამატჩევს გაირკვა, რომ VAR-ისმომსახურე პერსონალმა, მსაჯთა ბრიგადის ხელმძღავნელის, იგლესიას ვილანუევასმითითებით, შეხვედრის მთავარ არბიტრს არ უჩვენა მომენტი, როცა ვინიციუსსყელში უგო დურო სწვდა, რის შემდეგაც უკვე ბრაზილიელმაც გამოიღო ხელი ანუაღნიშნული მომენტი შეგნებულად დამალეს და ფეხბურთის ფედერაციისგადაწყვეტილებით, შეხვედრის მომსახურე ექვსივე მსაჯი სამსახურს დაკარგავს.

მე მომენტი კარგად დავინახე, ვინიციუსს ჯერვალენსიასმეკარე ეცა დაახრჩობდა, შემდეგ - უგო დურო“, - განაცხადა მატჩის შემდგომრეალისთავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ.

ვინიციუსს წითელი ბარათი გაუუქმეს და არც სხვა ფეხბურთელების დასჯა იგეგმება, თუმცა უშუალოდვალენსია“ 48 ათასი ევროთი და ხუთმატჩიანი პირობითიდისკვალიფიკაციით დაისაჯა. თუ ანალოგიური რამ უახლოეს ექვს თვეში კიდევგანმეორდება, „ღამურებსხუთი საშინაო შეხვედრის ჩატარება გულშემატკივრისგარეშე მოუწევთ. ისე, უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი მამარდაშვილი დასახელდა. ქართველმამეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია და საკუთარი გუნდის გამარჯვება პირადადუზრუნველჰყო.