„მრცხვენია და მივდივარ“ - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონიაში ნაცუ ბაშო მიმდინარეობს და სუმოისტთა შორის, ჩვენებური ლევან გორგაძე, იგივე, ტოჩინოშინიცაა. ქრონიკული ტრავმისა და ასაკის გათვალისწინებით (ლევანი 35 წლისაა), ტოჩი ძველებურად ვეღარ ასპარეზობს და აგერ, საწყის ხუთ შეხვედრაში, ხუთი მარცხი განიცადა. ლევანმა არ დამალა, რომ მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა ისეთი არაა, როგორიც მას სურს და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის. მან კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და უდიდესი ალბათობით, მიმდინარე ბაშოს დასრულების შემდეგ, თმის შეჭრის საზეიმო ცერემონიალსაც გამართავს - სუმოდან წასვლის შემდეგ, სუმოისტები კიკინას იჭრიან.

მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა, ტოჩინოშინი ერთადერთი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ოძეკის წოდებამდე მიაღწია და ასევე, ერთადერთია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება შეძლო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე