შენგელიამ „ვირტუსს“ მოაგებინა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორრიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ბრეშას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 84:78 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. თოკომ მოედანზე გატარებულ 23 წუთში, 18 ქულა ჩააგდო, 8 ბურთი მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ეს იმის მიუხედავად, რომ მისმა თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ თორნიკეზე მეტი, 23 ქული მოიპოვა.

აღნიშნული მატჩი „ვირტუსისთვის“ გენერალური რეპეტიცია იყო 9 თებერვალს გასამართი საევროლიგო შეხვედრისთვის. 9-ში იტალიური კლუბი საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუხვდება.