უნგრული „ფეჰერვარისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფფორვარდი ბუდი ზივზივაძე კარიერას II ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ გააგრძელებს. შეთანხმება მიღწეულია და ბუდუ გერმანიაში კონტრაქტის გადაფორმებლად ამ კვირაშივე ჩავა. გუნდიდან მისი გაშვების მიზეზი კი „უიპეშტთან“ მომხდარი ინციდენტი გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის შემდგომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ „უიპეშტის“ სათადარიგო სკამისკენ წავიდა, იქაურებს მიესალმა და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებს ხელი დაუქნია, რაც გასაგები იყო - ზივზივაძე ბურთს „უიპეშტშიც“ აგორებდა და შესაბამისად, ყველას იცნობდა. ადგილობრივ ქომაგს კი ეს არ მოეწონა, კლუბის ხელმძღვანელებმაც ქართველი გააკრიტიკეს, მეორე გუნდში გადაიყვანეს და ტრანსფერზე დააყენეს.
„კარლსრუე“ ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი კლუბია. 2007/12 წლებში, იქ ბურთს ალექსანდრე იაშვილი აგორებდა და გუნდის კაპიტანიც იყო. მეტიც, კლუბის ხელმძღვანელობამ ზივზივაძის შესახებ აზრი იაშვილსაც ჰკითხა და რა ძნელი მისახვედრია, რომ იაშკა ბუდუს დადებითად დაახასიათებდა. დღეის მდგომარეობით, „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით არ არის, თუმცა სატურნირო ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა და მეათე ადგილოსან კლუბს კარლსრუელები მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი